ევროკავშირი და საქართველო

ქვეყანაში შექმნილი სოციალური, ეკონომიური თუ პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელ და მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ასოცირების ხელშეკრულების პირობების იმპლემენტაციის პროცესისა და შედეგების ანალიზი იმდაგვარად, რომ ამა თუ იმ სოციალური ჯგუფისთვის ცხადი იყოს მათ ყოფაზე ეს ხელშეკრულება რა პოტენციურ გავლენას ატარებს. იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირთან დაახლოებას თან ახლავს შიშებისა და მითების გავრცელება საზოგადოებაში და მედია სექტორი ვერ ახერხებს ამ საკითხის შესახებ რელევანტური ინფორმაციის გავცლებას. გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს სკოლის მოსწავლეების ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსის გამოყენება.
     
     მოკლე ცნობარი ევროკავშირის შესახებ:
     მე -20 საუკუნის შუა პერიოდში ევროპაში შექმნილმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ დასავლეთ ევროპის ქვეყნები თავიანთი ეკონომიკური შესაძლებლობების გაერთიანების აუცილებლობის წინაშე დააყენა.
      ევროკავშირის შექმნას საფუძვლად უდევს რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება. მათი მიზანი იყო ომის შემდგომ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა და ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებით გაერთიანების წევრი ქვეყნების ჰარმონიული განვითარება.
     1992 წლის მაასტრახტის ხელშეკრულება ასევე 2003 წლის ე. წ "მიერთების შეთანხმება", რომელიც საფუძვლად დაედო ევროკავშირის ერთიანი დოკუმენტის - ევროკავშირის კონსტიტუციის შექმნას. 

     ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა 1992 წელს დაიწყო, როგორც კი საქართველომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობა აღადგინა. ევროკავშირი ერთ - ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს გარდამავალი პერიოდის მძიმე წლებში დაეხმარა. წელს 1995 თბილისში ევროკომისიამ წარმომადგენლობა (დელეგაცია) გახსნა. ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობა უფრო ინტენსიური 2003 წლის შემდეგ გახდა, როდესაც ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერა.
   2013 წლის ივლისში ევროკავშირმა და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის თაობაზე.  შეთანხმების პარაფირება  2013 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე შედგა. მხარეები იმედოვნებენ, რომ ტექსტზე მუშაობა დასრულდება 2014 წელს ხელმოწერის პერსპექტივით, ევროკომისიის ამჟამინდელი შემადგენლობის მანდატის ამოწურვამდე.
   2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება. დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს ცხოვრებაში. ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველო დანერგავს ევროკავშირის სტანდარტებს. გამარტივდება სავიზო რეჟიმი. შეთანხმება ხელს არ შეუშლის საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან. ასოცირების შეთანხმება არანაირ საფრთხეს არ უქმნის ქართულ მართმადიდებელ ეკლესიას, კულტურულ იდენტობას და თვითმყოფადობას. 
   ასოცირების შეთანხმებაში ცალსახად აღნიშნულია, რომ ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში. კითხვა: დაგვეხმარება თუ არა აფხაზეთსა და ოსეთში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში? ამის კარგი მაგალითია კვიპროსი, რომელიც ევროკავშირში გაერთიანდა 2004 წელს და რომელსაც ასევე აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. გაწევრიანების შემდეგ ეს ქვეყანა იმდენად მიმზიდველი გახდა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის სურვილის შემთხვევაში გაერთიანების კუთხით, შეიძლება დაფიქრდეს კიდეც, სურს კი ეს გაერთიანება?
  

Комментариев нет:

Отправить комментарий